სამზადისი 26 მაისისთვის

25 მაისი 2023, 17:30 464 ნახვა

„თავისუფლების სიყვარულით“- ამ სლოგანით ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლისთავს ზეიმობს. ტრადიციულად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება,მათ შორის ბათუმში.დაგეგმილი და გაწერილია ხვალინდელი პროგრამა,ღონისძიებების მთავარი ადგილი კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია იქნება. საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში ჩატარდება,წვევამდელები დადებენ ფიცს ერთდროლუად რამდენიმე რეგიონში ცერემონია  11 საათზე დაიწყება.ფიცის დადების გარდა, გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.ასევე,დაგეგმილია კონცერტები და გამოფენები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დედაქალაქში ღონისძიებების მთავარ ადგილად ტრადიციულად თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირია შერჩეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში