ახალი,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო 26 მაისის ქუჩაზე,იქ,სადაც 8 ოქტომბრის ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაუდევრობით ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 7 სართულიანი სახლი აშენდება და დაკმაყოფილდება ყველა ოჯახი,რომელიც ძველ კორპუსში ცხოვრობდა.ისინი მათ საკუთრებაში არსებულის შესაბამის საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ.მშენებლობაზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.მრავალბინიანი სახლი მზად მომავალი წლის აგვისტოში უნდა იყოს. ტრაგედიის ადგილას სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი „ აწარმოებს.ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი.26 მაისის 13 ნომერში მდებარე 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.შემთხვევას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - ემსხვერპლა 9 ადამიანი,მათ შორის იყვნენ მცირეწლოვნები გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.მომხდარზე დააკავეს კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების - დამკვეთი და შემსრულებელი სამი პირი.ყველა მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა მიუსაჯა.