„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

24 მაისი 2023, 14:01 490 ნახვა

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა. წლევანდელი დემოკრატიის ქულა 3.04-ს შეადგენს მაქსიმალური 7-დან.

დემოკრატიის წლევანდელი პროცენტი კი 33.93% შეადგენს 100%-დან. შვიდი კომპონენტისგან შემდგარი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნის პროგრესს: ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში,  სამოქალაქო საზოგადოებაში, ადგილობრივ დემოკრატიულ მმართველობაში, სასამართლო სისტემასა და დამოუკიდებლობა და კორუფცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო პოლარიზებულმა და პოლიტიზებულმა მედიაგარემომ ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას. 

„წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირდა, გამოკითხულთა 70%-ზე მეტს ქართულ პოლიტიკაში ახალი აქტორების ხილვა სურს.– აღნიშნულია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი