დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოსწავლის ბულინგში მხილებული პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს

24 მაისი 2023, 14:50 1007 ნახვა

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. რა მოხდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და რა გახდა ბულინგის მიზეზი ამას ომბუდსმენის აპარატის აჭარის ორგანიზაციის წევრები დაადგენენ. მასწავლებელი კი, რომელმაც მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაუშვეს. 

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მშობლის მოთხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგი დღეიდან მეორე საჯარო სკოლაში ვეღარ იმუშავებს და მასთან   შრომითი ხელშეკრულება უკვე  შეწყვეტილია. 

რაც შეეხება მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, მასთან  სკოლის მანდატურის სამსახური და ფსიქოლოგი მუშაობენ.  რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლემ, მუსიკის მასწავლებლის შეურაცხმყოფელი საუბარი მობილურით ჩაიწერა, რომელმაც მასწავლებელი ბულინგში ამხილა.

ჩვენ დავუკავშირდით მოსწავლის მშობელს, რომელმაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და არც ის დააკონკრეტა ითხოვდა თუ არა ის მასწავლებლის გათავისუფლებას სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან და არა საკუთარი განცხადების საფუძველზე გაშვებას. სკოლაში კი მშობლის მხრიდან ამ კონკრეტულ მოთხოვნას  არ ადასტურებენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი