თეთრი სახლი ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს

24 მაისი 2023, 10:20 774 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უოლ-სთრით ჯორნალის  რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გამო - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა.

გერშკოვიჩს, რომელიც რუსეთში მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სამშაბათს მოსკოვის სასამართლომ მას პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. ჟან-პიერმა რუსეთის პატიმრობაში მყოფი გერშკოვიჩისა და ასევევ პოლ უელანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა 29 მარტს, ურალის ქალაქ ეკატერინბურგში ამერიკელი ჟურნალისტი გერშკოვიჩი დააკავა. მას რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შეგროვებაში ადანაშაულებენ.

გერშკოვიჩს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი