ბათუმის მერია 26 მაისისთვის ემზადება

23 მაისი 2023, 18:09 750 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები,ასევე სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. დაგეგმილია არაერთი თემატური საინფორმაციო შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები. ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში. ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება და 19:30 საათამდე გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში