ცოფის ვირუსის გამო ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი ამოქმედდა

23 მაისი 2023, 11:13 761 ნახვა

ხონში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია.  უკვე დაწყებულია მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და მიმდინარეობს მათზე  დაკვირვება. ასევე, გატარდება ყველა საჭირო სხვა პროცედურაც.

ძაღლმა, რომელსაც ცოფი გუშინ საბოლოოდ დაუდასტურდა, გასულ კვირას სამი ბავშვი დაკბინა. ყველა მათგანს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება. ყველა მათგანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი