„ბათუმის დღეები იერუსალიმში“ 

23 მაისი 2023, 12:01 544 ნახვა

"ბათუმის დღეები იერუსალიმში" გრძელდება. ქალაქის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი  სრულად დაეთმო ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. ამის გარდა  მომზადდა ქართული ტრადიციული კერძები.   

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიების მიზანი ისრაელში აჭარის რეგიონისა და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციაა.

"ბათუმის დღეები იერუსალიმში", რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულს ეძღვნება, დღეს გალა კონცერტით გაგრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში