ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.
დოკუმენტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმას“.
ამასთან, ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.