დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელსაც ტრადიციულად, მასშტაბურად აღინიშნება. შესაბამისი სამზადისი თავისუფლებისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე უკვე მიმდინარეობს.ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიება ტრადიციულად ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყება, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები,საღამო კი ტრადიციულად გალა კონცერტით დასრულდება