გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მე-15 ბაღში დედამ 5 წლის შვილი სცემა. ფაქტს არ ადასტურებენ სკოლამდელ დაწესებულებაში. აქ ჰყვებიან, რომ მშობლებმა ბავშვებს შორის არსებული კონფლიქტის გამო იკამათეს რა დროსაც ერთ-ერთმა მშობელმა თავის შვილს თმაზე მოქაჩა. ძალადობას უარყოფს მშობელიც.