ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია ისევ გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია როდის აღდგება გზაზე მოძრაობა. სამუშაოების დაწყებამდე საგზაო დეპარტამენტში გზის გახსნა 20 მაისს დაანონსდა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რადგან ტერიტორიაზე სკოლა და საბავშვო ბაღიცაა.
გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდში უჭირთ. მოსახლეობის ნაწილი კი სამუშაოების გაჭიანურებას გაგებით ეკიდება.
კომერციული ობიექტების მეპატრონეებს იმედი აქვთ, რომ სამუშაოები მალე დასრულდება, ობიექტების ნაწილი უგზოობის გამო დროებით დაიხურა ან შეფერხებით მუშაობს. ავტოტრანსპორტი რამდენიმე კვირაა შემოვლითი გზებით, აეროპორტის გზით გადაადგილდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გვიპასუხებენ როდის დასრულდება სამუშაოები.