თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სინან ოღანმა მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტს მოსთხოვა, არ შეცვალოს კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი, აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა, იბრძოლოს ყველა სახის ტერორიზმთან, განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია და უზრუნველყოს მეტი მოქნილობა საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში.