უფლებადამცველებისა და იურისტების შემდეგ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე საპყრობილეში მოინახულა სასულიერო პირმაც. მეუფე ანდრია აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ის ვერ აზიარეს. სასულიერო პირის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მან ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. მისივე ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი მობილიზებულია.