უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

22 მაისი 2023, 10:01 556 ნახვა

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისმოდა აფეთქებების ხმა. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმოდა ჟიტომირის, ვინიცას, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოჰრადის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა. რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

"გასული დღის განმავლობაში, ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში