ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსიამ'' მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
სამეფო კლუბთან შეხვედრაში ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 33-ე წუთზე ახლო მანძილიდან დიეგო ლოპესმა გაიტანა, "ვალენსია'' წინ გავიდა.
ამ მატჩში გიორგიმ 5 ბურთი მოიგერია, რომელთაგანაც რამდენიმე სახიფათო იყო და ''ვალენსიას'' მნიშვნელოვანი 3 ქულა შეუნარჩუნა. "ვალენსიამ'' ამ მოგებით 40 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა.
"ღამურები" შემდეგ ტურში 25 მაისს მალიორკას ესტუმრებიან.