ყვარელში აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მონაწილე ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
„დროას“ ლიდერი, ამბობს, რომ პოლიციამ ყვარლის ტბაზე ძალისმიერად და შეურაცხმყოფელად დააკავა აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. ელენე ხოშტარია სასტუმრო "ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.