14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 23, ასევე ძალადობის , ოჯახში ძალადობის ქურდობის, ხულიგნობისა და ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტები. ამის გარდა პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.