დღეს, ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ალტერნატიულ ვერსიას ფრაქცია „ევროპული საქართველო”, მესამე სექტორთან ერთად განიხილავს. ოპოზიცია გამოდის ინიციატივით შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ხელშიც იქნება მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობა. მმართველი გუნდის მოდელი კი მიყურადების განსახორციელებლად უსაფრთხოების სამსახურის სიპის შექმნას ითვალისწინებს. ოპოზიციას და მესამე სექტორს კი მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მოდელი უკანონო მოსმენები გაგრძელებას შეუწყობს ხელს.