მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი ბრალდებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ასევე ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.