აჭარაში საუდის არაბეთიდან ტუროპერატორები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, ასევე ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ ტუროპერატორებთან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეები გეგმავენ არაბ ტურისტებს აჭარა როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება შესთავაზონ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას.