სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცხადებული გვაქვს საბუთების მიღება 12 ვაკანტურ პოზიციაზე, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე:
აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხელფასი 825 ლარი;
აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი ხელფასი 1175 ლარი ;
სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ხელფასი 1540 ლარი;
აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ხელფასი 1540 ლარი;
დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხელფასი 825 ლარი;
აგრარული ექსტენციის განყოფილების უფროსი ხელფასი 1175 ლარი ;
აგრარული ექსტენციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხელფასი 825 ლარი;
პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ხელფასი 1540 ლარი;
პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხელფასი 825 ლარი;
საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ხელფასი 1175 ლარი ;
აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ხელფასი 1500 ლარი ;
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი HR ხელფასი 825 ლარი;
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების გადარჩევა, შემდეგ კონკურსანტებს მოუწევთ ტესტირება და წერითი დავალების შესრულება,მესამე ეტაპზე კი შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge; განაცხადების მიღების ვადა 17 თებერვლამდეა. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია სამინისტრო გამოქვეყნებული აქვს ამავე ვებ-გვერდზე
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.