სადავო კომპენსაცია

15 თებერვალი 2017, 00:00 2080 ნახვა

ხიხანისა და ტაოს ქუჩის მცხოვრებლები დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდნენ და მათი პრობლემები გააცნეს. ადგილობრივები სასამართლოს დასრულებამდე კომპანიას მშენებლობის შეწყვეტას თხოვენ. შუამდგომლობით ორივე ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართეს. მათი განცხადებით კერძო საკუთრებაში კომპანია პოლიციის გამოყენებით შეიჭრა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით მიუხედავად საექსპერტო დასკვნისა, რომლის თანახმადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწა 35 დოლარი ღირს, კომპანია მათ მხოლოდ 7 ლარს სთავაზობს, რასაც ისინი არ თანხმდებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი