ახალ ზელანდიაში ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

16 მაისი 2023, 10:01 602 ნახვა

ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.  ხელისუფლების  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  შემთხვევის დროს ჰოსტელის შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში