ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახა“ 84:79 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა.
„ტენერიფე“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას მედლით ამთავრებს: 2022 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად – მესამე ადგილი.