ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მე შეგახსენებთ ადგილობრივები ხელისუფლებასთან შეხვედრას 9 თებერვლიდან ითხოვენ. ისინი არ თანხმდებიან კომპენსაციას, რომელსაც მათ საქართველოს “ელექტრო - სისტემები” მიწის დათმობის სანაცვლოდ სთავაზობს.