ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით ზავი ამოქმედდა. ფაქტს „ჯიჰადის“ წარმომადგენლები ადასტურებენ, თუმცა ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეთანხმების მიხედვით უნდა დასრულდეს აფეთქებები, რომლებიც უკვე მე-5 დღეა გრძელდება.
მხარეები პოზიციებს არ თმობენ და არც ერთმანეთის ხელისუფლებას აღიარებენ, სწორედ ამიტომაც უვადო ზავის გაფორმების შუამავლის როლი ეგვიპტეს აქვს.