ევროვიზიის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორენი გახდა, რომელმაც ჯამურად 583 ქულა მიიღო. ეს მისთვის მეორე გამარჯვებაა, პირველად ევროვიზიაზე 2012 წელს წარსდგა სიმღერით „Euphoria”. მეორე ადგილი ფინელმა მომღერალმა დაიკავა.
ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე, საქართველო მე-7 წელია ვერ გადადის. საქართველომ ყველაზე მაღალი 12 ქულა ბელგიის წარმომადგენელს დაუწერა, 10 ქულა სომხეთს, ყველაზე დაბალი 1 ქულა კი ფინეთს.
მომავალ წელს ევროვიზიას შვედეთი უმასპინძლებს.