აჭარის მთავრობამ 2006 წელს ყაზახ ინვესტორებზე გასხვისებული ტურისტული ობიექტების ნაწილი დაიბრუნა. ინფორმაციას რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს. თუმცა კონკრეტულად რომელი ობიექტები უბრუნდება სახლემწიფოს 17 მილიონ ნახევარ დოლარად გაყიდული 21 ობიექტიდან, უცნობია. დავით ბალაძის განმარტებით, ინვესტორებთან კონკრეტული ვადებით ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში არსებული ტურბაზები, სანატორიუმები და სასტუმროები "აჭარა რიზორთ ჰოლფინგ ბივი-მ" შეიძინა. ვალდებულება კომპანიამ მხოლოდ სასტუმრო "მედეას" ნაწილში შეასრულა და ახალი სასტუმრო "რედისონი" ააშენა. მოლაპარაკებები ინვესტორებთან აჭარის მთავრობის მხრიდან რამდენიმე წელია მიმდინარეობს. კომპანიას ობიექტები უცხოურ ბანკში ჰქონდა იპოთეკით დატვირთული. სწორედ საბანკო დავალიანება აფერხებდა ობიექტების დაბრუნების პროცესს.