ისრაელის ქალაქებში ისევ საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა, ამჯერად თელ-ავივიდან 28 კილომეტრში მდებარე ქალაქ რეჰოვოტში ჩავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ღაზას სექტორში ღამით კიდევ რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემები პალესტინელი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტების განეიტრალებას ცდილობდა.
ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 3 დღის წინ დაიძაბა. ისრაელის მხარის განმარტებით, წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე.
სამხედრო ოპერაციის შედეგად 20-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის, „ისლამური ჯიჰადის“ ორი მეთაური დაიღუპა. პასუხად, პალესტინური დაჯგუფება ისრაელზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.