უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაღუპული უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.