„მილანი“ 0:2 „ინტერი''

11 მაისი 2023, 10:12 543 ნახვა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის პირველი მატჩი.

მილანურ დერბიში ნომინალური მასპინძელი „მილანი“ 0:2 დამარცხდა „ინტერთან“. ორივე გოლი მატჩის დებიუტში გავიდა. მე-8 და მე-11 წუთებზე გოლები ედინ ჯეკომ და ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანეს.

„ინტერისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეექვსე მოგება ოფიციალურ მატჩებში ბურთების შეფარდებით – 17:1.

„მილანმა“ შეწყვიტა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია. განმეორებითი მატჩი 16 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი