„ბათუმის „დინამომ“ „სამტრედია“ 2:1 დაამარცხა 

11 მაისი 2023, 10:02 479 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამტრედიიდან უმნიშვნელოვანესი 3 ქულა წამოიღო.

შეხვედრა დინამო ბათუმმა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე მუსა კონატეს პასით გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

გამორჩეული შეხვედრა გამოუვიდა ბათუმელთა ფეხბურთელს მუსა კონატეს, რომელმაც საგოლე გადაცემას 74-ე წუთზე გოლიც დაუმატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი 13 ტურის შემდეგ 28 ქულით სამგურალთან ერთად გათამაშების ცხრილის ლიდერია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში