ლიგა 2-ის ისტორიაში ზედიზედ მესამე ტურია, სიმბოლურ ნაკრებში ტურნირის ოფიციალური გვერდი ორ ქართველს ასახელებს. 34-ე ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდის მოგება განაპირობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.
ორივე ქართველი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 34-ე ტურის 11 რჩეულში დაასახელა.
მიქაუტაძე მარცხენა ფლანგის შემტევის როლში, დავითაშვილი კი მარჯვენა ფლანგზე.
აღსანიშნავია, რომ ქართველები ბოლო შეხვედრებს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ატარებენ და 32-ე და 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდნენ.