რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, – ამის შესახებ, რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე, იხსნება აკრძალვა რუსული ავიახაზების ფრენისთვის და ტურების გაყიდვისთვის. ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან ჰქონდათ აკრძალული საქართველოში ფრენა.