გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 46 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 23 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელა, განხორციელდა 97 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"მტერი თავის ძირითად ძალებს ამახვილებს ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე - მან 46 შეტევა განახორციელა. სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკას ქალაქებისთვის"-განმარტავენ გენშტაბში.
გენშტაბის ინფრომაციით, მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეტევითი ოპერაციები ჩაატარა მასიუტოვკასა და სტელმახოვკას დასახლებებთან, მაგრამ არ გამოუვიდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმუტთან რუსების მხრიდან დაბომბვის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი დაიღუპა.
ინფორმაციას, ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა AFP ავრცელებს, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა.