ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი დაიღუპა

09 მაისი 2023, 23:51 545 ნახვა

ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა. ამის შესახებ იუწყებიან სოლდენის კოლეგები, რომლებიც მისი დაღუპვის თვითმხილველები გახდნენ.

გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი ქალაქ ჩასოვი იართან იმყოფებოდა, როდესაც საარტილერიო იერიში დაიწყო.

სოლდინი ოთხი კოლეგის კომპანიაში იყო, რომლებიც არ დაშავებულან, დაბომბვის დროს ისინი უკრაინელ სამხედროებთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც „ფრანს პრესის“ ხელმძღვანელმა, ფაბრის ფრისმა განაცხადა, მომხდარის გამო, მთელი სააგენტო შოკირებულია. მისივე თქმით, არმან სოლდენის დაღუპვა კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას იმ საფრთხეებს, რომელსაც ყოველდღე აწყდებიან უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები.

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ინფორმაციით, სოლდინი მედიის როგორც მინიმუმ მე-11 თანამშრომელია, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი