700 000 ქართველი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მათგან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
78 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს, სულ საქართველოში 114 ვეტერანი ცხოვრობს.