USAID-ის ახალი კვლევის პრეზენტაცია

08 მაისი 2023, 11:00 721 ნახვა

USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა.  კვლევის ავტორების მონაცემებით, ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია, მაგრამ მოქალაქეთა ნაწილი პროპაგანდისა და კონსპირაციული გზავნილებისადმი მოწყვლადი რჩება.  კვლევა ასევე შეეხება საზოგადოების მიერ საინფორმაციო წყაროების მოხმარებას, პროპაგანდისტული გზავნილებისადმი დამოკიდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, რუსეთის შეჭრას უკრაინაში.  

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის სურვილი საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფში კონსესუსის საგანია. იანვარში ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 72% ემხრობოდა, ხოლო მარტში პროევროპული გამოსვლების პერიოდში, ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა  81%-მდე  გაიზარდა.

კვლევა 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, სატელეფონო გამოკითხვა 10-14 მარტს განახორციელა, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში