ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს და თხოვნით მიმართავს საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ ვარაუდებისგან.