„ჩვენი ჯარი“ - პროექტის ფარგლებში თავდაცვის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ

06 მაისი 2023, 10:51 563 ნახვა

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  

ჩაუტარეს პრეზენტაცია,ისაუბრეს სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ამასთან ჯარისკაცებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი