თბილისში, ერთ-ერთ ოფისში, სადაც სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

05 მაისი 2023, 10:23 446 ნახვა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. ტერიტორიიდან დალუქული ტექნიკა გაიტანეს.

არსებული ინფრომაციით, სამართალდამცველები ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

რის საფუძველზე მოხდა საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი