„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. პოლიტიკურ ჯგუფს რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.
მათ ამის შესაძლებლობა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებამ მისცა, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.