უკრაინის თავდაცვის სისტემამ 24 კამიკაძე დრონიდან 18 ჩამოაგდო

04 მაისი 2023, 14:03 673 ნახვა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის  საჰაერო ძალების მიერ უკრაინის სამიზნეებზე  გასროლილი  24 კამიკაძე დრონიდან 18-ის განეიტრალება შეძლო.  სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე დღეს გამთენიისას განხორციელდა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა რაკეტა და დრონი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქს  ბოლო 4 დღის განმავლობაში უკვე მესამედ დაუმიზნეს, განადგურებულია.

ქალაქ ოდესისკენ  გასროლილი 15 ირანული დრონიდან 12 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ   გაანადგურა, ხოლო სამი  უნივერსიტეტის შენობას დაეცა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გუშინ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი