აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ჩაისუბანი-ხალის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხიდის განაპირა ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. რეაბილიტირებული ხიდი დაუკავშირდება ჩაისუბნისა და ხალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელს. ახალი ხიდით 250 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 999 ლარია.