რუსეთის ძალებმა ხერსონში ჰიპერმარკეტი დაბომბეს, გარდაცვლილია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე განცხადებით, დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის თანამშრომლები არიან. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ერთადერთ მომუშავე ჰიპერმარკეტზე დარტყმა დაახლოებით 11:00 საათზე განახორციელეს.