უკრაინა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მოკავშირეებისგან მალავს მომავალი კონტრშეტევის დეტალებს - წერს გამოცემა Politico უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელი ამავე გამოცემასთან უარყოფს რაიმე ტიპის ცვლილებას ვაშინგტონისა და კიევის მიერ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით.