ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების საპასუხოდ პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის სამხრეთ ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო, მათ შორის ღაზიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 14 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქ აშკელონშიც.
სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში სამიზნეებზე, რომლებიც ისრაელის მტკიცებით, ისლამური დაჯგუფების იარაღის საწარმოო ობიექტებს და სასწავლო ბანაკებს მოიცავს.