მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6-7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება

02 მაისი 2023, 22:12 528 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის განცხადებით, 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.

ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებების პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

6 მაისი – ესპანეთის დღე

17:00-20:00 – ესპანური კაფე – ტრადიციული პაეიას მასტერკლასი და დეგუსტაცია;​ სანგრიას მასტერკლასი და დეგუსტაცია; შემეცნებითი ინსტალაციები; ყვავილების გამოფენა და ფოტო კუთხე; გიტარაზე დაკვრისა და ცეკვის წარმოდგენა/მასტერკლასი; ტრადიციული სამოსის გამოფენა.

20:00 -21:00 – ანტონიო გადესის კომპანიის წარმოდგენა: ფლამენკოს ქორეოგრაფიული სცენები სპექტაკლებიდან – 2 ნაწილად; შესვენებისას, სპეციალური სტუმარი ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები.“

7 მაისი – შვედეთის დღე

17:00-20:00 – შვედი შეფის და ქართული მასტერშეფის გამარჯვებულის კოლაბორაცია, მასტერკლასი და დეგუსტაცია; თოჯინების თეატრი სპექტაკლით „კარლსონი“; ინტერაქტიული კუთხე „პეპის სახლი“; შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა; შვედური კაფეები და შემეცნებითი ინსტალაციები;

19:00-19:30 – მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტი;

19:30-20:45 – ანსამბლ „რილტონს ვანერის“ კონცერტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი