დღეიდან რადიო აჭარის ეთერში ფმ 104-5-ზე მსმენელს ახალი გადაცემა „სილამაზის ფორმულა“ ელოდება.სილამაზესა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე თქვენთვის კარგად ნაცნობი რადიო და ტელე წამყვანები სოფო ხელაძე და მარიტა მანგალაძე მოგიყვებიან. ისინი სპეციალისტებთან ერთად გასწავლიან, ერთდროულად როგორ მოუაროთ საკუთარ გარეგნობას და ჯანმრთელობას. გადაცემა ეთერში ყოველ სამშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე გავა. „სილამაზის ფორმულის“ სტუმრებსა და მათ რჩევებს თუ სამშაბათს ვერ გაეცანით გული არ დაგწყდეთ, განმეორებით მოსმენა კვირას 15 საათზე შეგეძლებათ.